ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელსაც დამსაქმებლები სვამენ, არის:
„მჭირდება თუ არა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?“
ბევრ კომპანიას ჰგონია, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მხოლოდ მსხვილ სამშენებლო პროექტებს ან ქარხნებს სჭირდება. რეალურად, ვალდებულება ეკონომიკური საქმიანობს ყველა დარგზე ვრცელდება კანონმდებლობით.
საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ:
(მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.)
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სისტემის ორგანიზებაზე, რისკების შეფასებაზე, თანამშრომელთა ინსტრუქტაჟზე და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლზე.
მისი მთავარი მიზანია:
- უბედური შემთხვევების პრევენცია;
- პროფესიული დაავადებების შემცირება;
- კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
ყველა კომპანიას სჭირდება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?
არა.
კანონმდებლობა ერთნაირ მოთხოვნას არ აწესებს ყველა ბიზნესისთვის.
მთავარი ფაქტორებია:
- საქმიანობის სფერო;
- სამუშაოს რისკის დონე;
- დასაქმებულთა რაოდენობა;
- სამუშაო პროცესების სპეციფიკა.
მაღალი რისკის საქმიანობები
თუ კომპანია საქმიანობს მაღალი რისკის სექტორში, შრომის უსაფრთხოების მართვა სავალდებულოა.
ასეთ სექტორებს მიეკუთვნება:
- მშენებლობა;
- წარმოება;
- ენერგეტიკა;
- სამთო მრეწველობა;
- ნავთობისა და გაზის სექტორი;
- მძიმე ტექნიკის გამოყენება;
- ლოჯისტიკისა და საწყობის გარკვეული საქმიანობები.
ამ სფეროებში შრომის უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება.
შეიძლება თუ არა აუთსორსინგი?
დიახ.
ბევრი კომპანია არ ქირაობს სრულ განაკვეთზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს და იყენებს აუთსორსინგის მომსახურებას.
ეს განსაკუთრებით პოპულარულია:
- მცირე ბიზნესებში;
- ოფისებში;
- სასტუმროებში;
- სავაჭრო ობიექტებში;
- მცირე სამშენებლო კომპანიებში.
აუთსორსინგი ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს და ამავდროულად უზრუნველყოფს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას.
რა ხდება თუ კომპანიას სპეციალისტი არ ჰყავს?
თუ საქმიანობის სპეციფიკა მოითხოვს შრომის უსაფრთხოების სისტემის არსებობას, მაგრამ კომპანია შესაბამის ზომებს არ იღებს, შეიძლება წარმოიშვას:
- შრომის ინსპექციის შენიშვნები;
- ადმინისტრაციული სანქციები;
- ჯარიმები;
- სამუშაო პროცესის შეჩერება;
- პასუხისმგებლობის გაზრდა უბედური შემთხვევის შემთხვევაში.
რა ფუნქციები აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს?
პრაქტიკაში სპეციალისტი პასუხისმგებელია:
რისკების შეფასებაზე
სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრაზე.
თანამშრომელთა ინსტრუქტაჟზე
თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების წესების გაცნობაზე.
დოკუმენტაციის მართვაზე
შრომის უსაფრთხოების დოკუმენტების მომზადებასა და განახლებაზე.
ობიექტის მონიტორინგზე
სამუშაო პროცესების მუდმივ კონტროლზე.
უბედური შემთხვევების მოკვლევაზე
ინციდენტების მიზეზების დადგენასა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაზე.
როგორ გაიგოთ სჭირდება თუ არა თქვენს კომპანიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?
დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა:
- ხარ თუ არა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი? თუ ხარ - სავალდებულოა
- გამოიყენება თუ არა ელექტრო ინსტრუმენტები? თუ გაქვს - სავალდებულოა
- არსებობს თუ არა მძიმე ტექნიკა? - თუ არსებობს - სავალდებულოა
- არსებობს თუ არა ტრავმის რეალური რისკი? თუ არსებობს - სავალდებულოა
- არსებობს თუ არა ხანძრის რისკი ? თუ არსებობს - სავალდებულოა
- გყავს თუ არა თანამშრომლები ? თუ გყავს - სავალდებულოა
თუ პასუხი რამდენიმე კითხვაზე „დიახ“ არის, შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა აუცილებელია.
რატომ იყენებენ კომპანიები აუთსორსინგს?
ბევრი ბიზნესი არჩევანს აკეთებს აუთსორსინგზე, რადგან:
- არ სჭირდება სრულ განაკვეთზე თანამშრომლის აყვანა;
- იღებს პროფესიონალურ მხარდაჭერას;
- ამცირებს ხარჯებს;
- მზად არის შრომის ინსპექციისთვის;
- იღებს განახლებულ დოკუმენტაციას და ტრენინგებს.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საჭიროება დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობაზე და რისკებზე. თუმცა თანამედროვე ბიზნესისთვის უსაფრთხოების მართვა უკვე აუცილებელი ელემენტია, რადგან ერთი უბედური შემთხვევაც კი შეიძლება გაცილებით ძვირი დაჯდეს, ვიდრე პრევენცია.
სწორად ორგანიზებული შრომის უსაფრთხოების სისტემა იცავს როგორც თანამშრომლებს, ასევე ბიზნესს ფინანსური და სამართლებრივი რისკებისგან.